წყალტუბოს N4 სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებს მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
08-03-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
„გაზაფხულის ლამაზი დღეების აღნიშვნა ჩვენს სკოლაში 1-ლი მარტიდან დაიწყო, როცა სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ კოლეგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს გაზაფხულის მობრძანება და ლამაზი დღესასწაულების დადგომა მიულოცა და მის მიერ მომზადებული ვიდეორგოლებით, ფერად დღეთა სიმრავლე უსურვა.
ასეთივე დიდი სიყვარულით მიულოცეს კლასის დამრიგებლებმა მშობლებს დედის დღე თავიანთი ვიდეორგოლებით.
ყველა კლასის მოსწავლემ, 3 და 8 მარტი, დედიკოებს ასევე ვიდეორგოლებით მიულოცეს ინგლისურ და ქართულ ენებზე; მათ დაამზადეს ყვავილები, დახატეს ნახატები, მოამზადეს აპლიკაციები, კოლაჟი, წაიკითხეს ლექსები, იმღერეს დედაზე სიმღერები და სხვ.
გილოცავთ თქვენც, ჩვენო ძვირფასო ქალბატონებო და ფერად, წარმატებულ დღეებს გისურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს