„ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“ - ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს
08-03-2021
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლაში ოკუპაციის 100 წლისთავი აღინიშნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაწყებითი და საბაზო კლასების მოსწავლეებმა თემაზე, სახელწოდებით, „ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“ ნახატები შექმნეს.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან დოკუმენტური ფილმის ჩვენება და აღნიშნული ფილმის განხილვა-ანალიზი გაიმართა.

„განხორციელებულმა აქტივობებმა მოსწავლეებს მისცა საშუალება, სწორად გაეაზრებინათ ოკუპაციის მძიმე შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203