თივის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწალო-შემეცნებით ლაშქრობაზე იმყოფებოდნენ
08-03-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა ნინო ჭიკაიძემ, კლასის დამრიგებლებთან - მ.ტურიავსილთან და ნ.სურგულძესთან ერთად, მოაწყო საგანმანათლებლო ლაშქრობა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კარის ღვთისმშობლის ტაძარში.

ისტორიის მასწავლებელმა ბავშვებს ჩაუტარა მოკლე ლექცია, რომლის ფარგლებშიც უამბო ტაძრის შესახებ, ასევე ჩაატარა სახალისო ვიქტორინა. დასასრულს, ბავშვებმა სპორტული შეჯიბრიც მოაწყვეს.

მოსწავლეებისთვის დღე ინფორმაციულად დატვირთული, საინტერესო და სასიამოვნო იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203