ეტალონი მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ''დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდება
11-10-2016









სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს დედოფლისწყაროს სტუმრობს. 



დედოფლისწყაროში, კულტურის სახლში, ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. 



ინტელექტ-შეჯიბრში დედოფლისწყაროს  სკოლიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.   








დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს "დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  



შეჯიბრის მონაწილეებს გულშემატკივრები ამხნევებენ. 



"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს". 

 



პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203