წესის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
08-03-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში 3 და 8 მარტი ღონისძიებით აღინიშნა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოსწავლეებმა, გაზაფხულის დღესასწაულების აღსანიშნავად, გამოფენა და მხიარული თამაშები მოაწყეს.

მათ, ასევე, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეები საზოგადოებას მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მიულოცეს.

აქტივობას ნათელა ნატმელაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203