„წაკითხული წიგნის გაგება-გააზრება, კრიტიკული აზროვნება“ - წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში შთამბეჭდავი ღონისძიება ჩატარდა
08-03-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-2 კლასში ღონისძიება, სახელწოდებით „წაკითხული წიგნის გაგება-გააზრება, კრიტიკული აზროვნება“ გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, ღონისძიებას გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი პავლე ცერცვაძე ესწრებოდა.

გიმნაზიის დირექტორმა, მოსწავლეები როგორც საუკეთესო ნორჩი მკითხველები, სიგელებით დააჯილდოვა.

„ღონისძიებაში ჩართული იყო მე-2 კლასის ყველა მოსწავლე (დამრიგებელი მაია მაღრაძე). მათ ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეს წაკითხული ზღაპრისა თუ ისტორიული მოთხრობების შინაარსი; განავრცეს თავიანთი შეხედულებების მიხედვით, თუ რა იყო მისაღები, რა მოეწონათ და რას შეცვლიდნენ თითოეულ ტექსტში. ღონისძიება იყო საინტერესო და შთამბეჭდავი.

მამა პავლემ სიტყვით მიმართა ბავშვებს და მოუწონა აქტიური დამოკიდებულება წიგნების მიმართ“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203