„მეტყველება, სიმბოლოები ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში“ - ბათუმის N20 სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
08-03-2021
ბათუმის N20 საჯარო სკოლის მე-8 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გაკვეთილის თემას - „მეტყველება, სიმბოლოები ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში“ წარმოადგენდა.

„განსახილველი ნაწარმოები „მარიტა“, ხოლო ფილმი „ნატვრის ხე“ იყო. სტუმრად მოწვეული გვყავდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი მალხაზ ბალაძე.

ბატონმა მალხაზმა მოსწავლეებთან ისაუბრა მეტყველების არსსა და დანიშნულებაზე, სიტყვის მნიშვნელობაზე, ალეგორიასა და სიმბოლოებზე; მხატვრულ ნაწარმოებსა და ფილმებში სიტყვის, ფერის, საგნების დანიშნულებაზე.

გაკვეთილი შინაარსიანი და საინტერესო დისკუსიის სახით წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, მოჰყავდათ არგუმენტები და აკეთებდნენ შესაბამის დასკვნებს. გაუჩნდათ უამრავი შეკითხვა, რომლებზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს. გაკვეთილს სკოლის დირექცია და მასწავლებლები ესწრებოდნენ.​ უღრმესი მადლობა ბატონ მალხაზს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203