ქვაბღის საჯარო სკოლაში დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
08-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

პირველკლასელებმა წარმოთქვეს ლექსები და მშობლებს საკუთარი ხელით დამზადებული თაიგულები და მისალოცი ბარათები მიუძღვნეს.

პატარებს საზეიმო განწყობის შექმნაში ღონისძიების ორგანიზატორი ციალა ჯინჭრაძე დაეხმარა.

ღონისძიება უსაფრთხოების წესების დაცვით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203