
ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით პროექტი „სიკეთის დღე“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები აღწერენ, თუ რა სიკეთე გააკეთეს და სხვებსაც სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ.
სკოლის წაწრმომადგენლის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ინიციატორებმა: ლიკა ყუფარაძემ, ლიკა წივწივაძემ, მილანა კვანტალიანმა, ნინო ბალავაძემ, ანა ლაითაძემ და ფიქრია მატარაძემ „სიკეთის რვეული“ შექმნეს, სადაც პატარების მიერ გაკეთებულ სიკეთეს თავი მოუყარეს.
„ყოჩაღ, ბავშვებო!“-ასე გამოეხმაურა სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა აქტივობას.
მოსწავლეები პროექტისთვის აქტიურობას განაგრძობენ.
იხილეთ ფოტოები