
ხონის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით პროექტი „ქართული ფილმი, ყველა ქართველმა უნდა ნახოს“ მიმდინარეობს. ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ ეწყობა ქართული ფილმების ჩვენება-განხილვა.
ამჯერად მოსწავლეებმა ნახეს ფილმი „ჩემი ბოშები“.
ფილმის ჟანრის დრამაა, სიუჟეტში კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდია აღწერილი, როდესაც გურიის ერთ-ერთ სოფელს ერთხელაც მის ახლოს დაბანაკებული ბოშების ხმაური გამოაცოცხლებს.
ფილმი ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვითაა გადაღებული. სცენარისტი და რეჟისორი კი ლეილა გორდელაძეა.
იხილეთ ფოტოები