განთიადის საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, აქტუალურ თემებზე საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს
08-03-2021

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, 4 მარტს, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ჯუმბერ ანთაძის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ანთაძის ორგანიზებით, უფროსკლასელებმა თემებზე - „ნაადრევი ქორწინება“ და „თამბაქო, ალკოჰოლი და ნარკომანია“ საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს.

IX კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა, მოიძიეს ინფორმაცია თემის ირგვლივ და დაამზადეს საინფორმაციო პოსტერები. შეხვედრის შემდეგ IX კლასის მოსწავლეებმა ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე დაწერეს ესეები თემაზე - „ნაადრევი ქორწინება და ბრბოს ფსიქოლოგია“, რაც საკითხის უფრო ღრმად და კრიტიკულად დანახვაში დაეხმარათ.

ამავე შეხვედრისთვის X კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია და პოსტერები თემაზე - „ვებრძოლოთ თამბაქოს ალკოჰოლს და ნარკომანიას“

აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ექიმი - მაია ჯიჯავაძე და იურისტი, სკოლის კურსდამთავრებული, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი თათია კონცელიძე. 

„ღონისძიება გამოვიდა საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო, ბავშვებმა იმსჯელეს პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე, მიიღეს პასუხები ექიმისა და იურისტისგან, სკოლის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს და მოსწავლეებს პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203