ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდი - „ბიზნესთინეიჯერები“ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს
05-03-2021
ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდი „ბიზნესთინეიჯერები“ პირველ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. გუნდის წარმომადგენლები არიან: ნუცა ცქიფურიშვილი, ლიზი წულაია, ანა ფულარია, გივი ფანცულაია, დემეტრე რუხაძე და ლუკა ბახტაძე.
„მიმდინარე, 2021 წელს, „ცოდნის კაფეს“ გუნდმა, USAID-ს პროგრამა ACCESS და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის მხარდაჭერით დაიწყო პროგრამა „ბუთქემფი“ მთელი საქართველოს მასშტაბით. „ცოდნის კაფეს“ ასაშენებელი ონლაინ „ბუთქემფი“ შექმნილია ისეთი თინეიჯერებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ბიზნესი, მარკეტინგი და ადამიანის უფლებები. ასევე მათთვის, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს საგანმანათლებლო სივრცის აშენებაში („ცოდნის კაფეს“ სახით რეგიონში).
ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდმა „ბიზნესთინეიჯერები“ (ნუცა ცქიფურიშვილი, ლიზი წულაია, ანა ფულარია, გივი ფანცულაია, დემეტრე რუხაძე და ლუკა ბახტაძე) მონაწილეობა მიიღო ცოდნის კაფეს „ბუთქემფში“. გუნდი გადავიდა შერჩევის ბოლო, გასაუბრების ეტაპზე, გაიმარჯვა და შეარჩიეს ბუთქემფის მონაწილედ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.