ხონის N2 სკოლაში აქტიური სპორტული ცხოვრება განახლდა - სეზონი კალათბურთში ამხანაგური შეხვედრით გაიხსნა
08-03-2021

ხონის N2 საჯარო სკოლა აქტიურ სპორტულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

სეზონი კალათბურთში ამხანაგური შეხვედრით გაიხსნა. ერთმანეთს შეხვდა ხონის N2 და N3 საჯარო სკოლების პერსონალისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებული გუნდები.

სკოლის წარმომდგენლის თქმით, შეხვედრა იყო აზარტული და მხიარული, იყო „დაძაბული“ მომენტებიც. საბოლოოდ ანგარიშით 20:20 გაიმარჯვა მეგობრობამ.

სეზონი გრძელდება, მსურველებმა მიმართეთ ხონის N2 საჯარო სკოლის ესთეტიკისა და სპორტის კათედრას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203