ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღზე „ნაეკი“ განმარტებას აკეთებს
06-03-2021

როდის გახდება ცნობილი გამოცდის ჩატარების ვადები და სად შეძლებენ აღნიშნული ინფორმაციის გაგებას აბიტურიენტები? - აღნიშნულ კითხვაზე აპლიკანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს. 

„როგორც ცნობილია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს 31 მარტის ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ სად და რომელ რიცხვში ჩატარდება გამოცდა, ასევე რეგისტრაციის დაწყების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აბიტურიენტები გამოცდის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეძლებენ“, - აღნიშნავენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იხილეთ ასევე: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...