ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტექნოლოგიური კონკურსის ფინალისტები გახდნენ
05-03-2021

სენაკის მუნიციპალიტეტის, ხორშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სრულფასოვნად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, თუმცა მხოლოდ არაფორმალური განათლებით არ შემოიფარგლებიან და მასწავლებლებიც თავს არ ზოგავენ, რათა საყვარელმა მოსწავლეებმა არაფორმალური განათლების მიღებით განიმტკიცონ მიღებული ცოდნა და დაეუფლონ ახალ უნარებს, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ ცხოვრებაში.

ახლახან, ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენტორ-მასწვალებლის, უტა/ტოლია კილასონიას ძალისხმევით, მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსში „Tech- განმანათლებელი“ და ხორშის სკოლა კონკურსის ფინალისტი გახდა.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებსა და პედაგოგს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203