„დიდი მაესტრო დაბრუნდა“ - ძევრის საჯარო სკოლის თეატრი სპექტაკლზე - „მე ვხედავ მზეს“ მუშაობს
05-03-2021
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის თეატრი მაყურებელს, უახლოეს მომავალში, სპექტაკლს - „მე ვხედავ მზეს“ შესთავაზებს.

სკოლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებას მაესტრო - თეატრის რეჟისორი ტატო პატარიძე დაუბრუნდა. 

„დიდი მაესტრო  დაბრუნდა... ტატო პატარიძე ძევრის სკოლის თეატრის რეჟისორი... მალე ჩვენი საფირმო „მე ვხედავ მზეს“... სპექტაკლი იდგმება ძევრის სკოლის კურსდამთავრებულის, მალხაზ გიორგაძის პატრონაჟით, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მას! ვამაყობთ“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203