აწყვიტის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
05-03-2021
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, ღონისძიებაში დაწყებითი კლასის (I-II-III) მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა დედებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს, ასევე, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.

სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ყველა დედას დედის დღეს და ბედნიერ დედობას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203