დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 3 მარტი დედებსა და მასწავლებლებს შთამბეჭდავად მიულოცეს
05-03-2021

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის I-II კლასის მოსწავლეებმა დედის დღე თავიანთ მასწავლებლებსა და დედიკოებს შთამბეჭდავად მიულოცეს. პატარებმა საჩუქრები საკუთარი ხელით დაამზადეს.

„ბავშვებმა გააკეთეს პატარა კონვერტები, შიგ ჩააწყვეს დახატული ფურცლები, რომლებზეც დაახატეს პაწუა ხელები, უამრავი სურვილით. გამზადებული კონვერტებით სიურპრიზი გაუკეთეს და გაახარეს მასწავლებლები. ისინი დედიკოების გასახარებლად შინ სიხარულით გაეშურნენ“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203