ვანის N2 სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „ექიმები და წამლები“ მინი-ლექცია მოისმინეს
05-03-2021
ვანის N2 საჯარო სკოლის lბ კლასის მოსწავლეებმა თემაზე „ექიმები და წამლები“ ექიმისგან მინი-ლექცია მოისმინეს.
სკოლის ინფორმაციით, პატარებმა ბუნების გაკვეთილზე ექიმებისა და პაციენტების როლები სიამოვნებით მოირგეს.
„ძალიან საინტერესო მინი ლექცია მოისმინეს მოსწავლეებმა მზია ექიმისგან. ბავშვები გაეცნენ მედიკოსთა სამედიცინო აღჭურვილობას, მედიკამენტთა ტიპებს, ვირუსებისგან თავდაცვის საშუალებებსა და თავადაც სიამოვნებით მოირგეს ექიმისა და პაციენტის როლები“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს