ზოდის საჯარო სკოლაში დედის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
05-03-2021
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღინიშნა. დღე შემოქმედებითად დატვირთული და საინტერესო იყო.
ტრადიციულად, დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება აჩუქეს დედებს. მრავალფეროვანი ღონისძიება პატარებმა ულამაზესი საგაზაფხულო დეკორაციებით დაამშვენეს.