ჭიაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ გულიტაშვილმა ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი“ საპრიზო ადგილი დაიკავა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ, მარიამ გულიტაშვილმა ონლაინ-თამაშში - „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“ მე-3 ადგილი დაიკავა.
მოსწავლეს „ეტალონის“ ONLINE ინტელექტუალურ კონკურსში მონაწილეობისთვის დიპლომი გადაეცა.
„სკოლა ულოცავს მარიამ გულიტაშვილს მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას. სკოლის დირექტორმა, ენზო ბერიძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა „ეტალონის“ დიპლომი და უსურვა წარმატებები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
28 თებერვალს კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა.
უპრეცედენტო პროექტი - ონლაინ-თამაში -„საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“, „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და
izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.
იხილეთ ფოტოები: