„დედა უკვდავია“ - გორისციხის საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები აღნიშნეს
05-03-2021
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის დადგომა, დედის დღე და ქალთა დღე აღნიშნეს.
„3 მარტი დედის დღეა, დედა უკვდავია“ - ღონისძიება დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ნელი ხულელიძემ მოამზადა.
„ღონისძიებაზე წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ლექსი, სიმღერა ეძღვნებოდათ დედებს.
ორიგინალურად გაფორმებულ კლასში თვალხატულა გოგო-ბიჭებმა ძალიან ლამაზი, ემოციური აქტივობა მიუძღვნეს დედის დღეს.
წაიკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები; შეასრულეს სიმღერები.
ღონისძიების მონაწილე უმცროსკლასელებმა თავიანთ დედიკოებსა და მასწავლებლებს დედის დღე ღია ბარათებით მიულოცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექტორი ხათუნა ქუქიშვილი, რომელმაც ღონისძიება დადებითად შეაფასა. დირექტორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გულწრფელი მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს