როგორ აიმაღლებთ სტატუსს გამოცდის გარეშე - ჩანაწერი მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში
12-03-2021
სტატუსის ამაღლებას მასწავლებლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ავალდებულებს. მართალია, მათ რჩებათ უფლება, დაკმაყოფილდნენ არსებული სტატუსით, თუმცა კომპეტენციის დადასტურება ხელფასის პირდაპირპროპორციულია.
სტატუსის ასამაღლებლად პედაგოგებმა გამოცდა უნდა ჩააბარონ, თუმცა კარიერული წინსვლის სქემაში არის პუნქტი, სადაც გარკვევით წერია, რომ წამყვან მასწავლებელს მენტორის სტატუსი გამოცდის გარეშეც შეუძლია მიიღოს, და თუ როგორ - ამას დეტალურად მოგახსენებთ:
სქემით განსაზღვრულია, რომ მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
„პატრიარქი საუბრობდა, რომ მშობელი შვილის განათლებით უნდა ინტერესდებოდეს“... - აქცია სრულიად საქართველოს ოჯახებისთვის izrune.ge-ზე ილია II-ს ხსოვნის პატივსაცემად
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203