წნორის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია - „ბაქტერიული და ინფექციური დაავადებები” მოამზადეს
05-03-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების საგანში პრეზენტაცია წარმოადგინეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე: „ბაქტერიული და ინფექციური დაავადებები”.
მათ ისაუბრეს ინფექციების გამომწვევ მიზეზებზე და მათი თავიდან აცილების შესაძლო გზებზე.