წნორის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს
05-03-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლებმა დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით წნორის N1 საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, დაამზადეს მისალოცი ბარათები დედებისთვის.