
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებასა და სხვადასხვა აქტივობაში. „სუფთა გარემო ჩვენი უფლებაა, ხოლო დაცვა - მოვალეობა'' - ამ სახელწოდებით განხორციელდა სასწავლო გარემოსდაცვითი პროექტი ერკეთის საჯარო სკოლის VI კლასში, რომლის ხელმძღვანელიც ბუნებისმცოდნეობის პედაგოგი - ქეთევან დოლიძე გახლავთ.
მოსწავლეებმა შეიტყვეს გარემოს მრავალფეროვნებისა და სარგებლიანობის შესახებ. დაასუფთავეს სკოლის ეზოს მიმდებარე ტერიტორია, დარგეს ნერგები, დაამზადეს და თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს აბრები ტყისა და გარემოს დასუფთავების მოწოდებით; დაგეგმეს და განახორციელეს რამდენიმე ეკოინიციატივა. საინტერესო იყო ეკონარჩენებისაგან დამზადებული სუვენირების გამოფენა, სასურსათო ნარჩენებისაგან სასუქების დამზადების ტექნოლოგია და სხვა.
პრეზენტაცია მოეწყო სკოლის დარბაზში, სათანადო რეგულაციების დაცვით და ერკეთის სკოლელებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია. გარემოსდაცვითი პროექტი გრძელდება და განაგრძობს არსებობას ჩვენს ყოველდღიურობაში.
იხილეთ ფოტოები: