ქვაბღის საჯარო სკოლის მასწავლებლები - ნინო ფაილოძე და თაია მამარდაშვილი მასწავლებელთა მე-10 სამუშაო სემინარში მონაწილეობდნენ
05-03-2021
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის და პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ ქიმიის კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ფაილოძე და ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თაია მამარდაშვილი მასწავლებელთა მე-10 სამუშაო სემინარში მონაწილეობდნენ.
სკოლის ინფორმაციით, მასწავლებლებმა სემინარზე თემა - „დისტანციური გაკვეთილების თავგადასავალი“ წარადგინეს.
„მისი ორგანიზატორიც იყო ასევე პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებელი ნესტან მიქაძე.
სემინარი იყო ძალიან საინტერესო. მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება. სემინარი ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს