
მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში და ადგილობრივი მოსწავლეებს არც ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი არ რჩებათ ყურადღების მიღმა. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, გაზაფხულის დღესასწაულები კვირეულით აღნიშნეს.
მასწავლებლების ორგანიზებით, მოსწავლეებმა დაამზადეს მისალოცი ბარათები, წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს ნახატები და სიმღერები მიუძღვნეს დედებს. გალავნის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, სრული დატვირთვითა და რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. შესაბამისად, დღესასწაულებისადმი მიძღვნილი კვირეულიც პროტოკოლის გათვალისწინებით ჩატარდა, თუმცა ამას სადღესასწაულო განწყობა ნამდვილად არ გაუფუჭებია. პირიქით გალავნის საჯარო სკოლაში, საგაზფხულო კვირეული ფარგლებში, ამაღლებული, თბილი და სიყვარულით სავსე გარემო სუფევდა.
იხილეთ ფოტოები: