ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ამიკო ფრუიძეს izrune.ge-ს ტესტებში შესანიშნავი შედეგი აქვს
05-03-2021
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის საამაყო, წარმატებულ მოსწავლეს ამიკო ფრუიძის izrune.ge-ს ტესტებში შესანიშნავი შედეგი აქვს.

„ამიკო ფრუიძის დამრიგებელი უნიჭიერესი და ბავშვებზე ზრუნვით გამორჩეული, ნინო გურეშიძეა და სწორედ მისი დამსახურებაა ამიკოს ასეთი მონდომება სწავლის მხრივ.

ამიკოს თავისუფლად შეუძლია ინგლისურად საუბარი. ადრეული ასაკიდან მიეჩვია მათემატიკური მაგალითების გამოყვანას. ის თავისუფალ დროს ხატვით არის დაკავებული. 
მე პროფესიით ქორეოგრაფი ვარ და ამიკოსაც ძალიან უყვარს ცეკვა.

ყოველ ხუთშაბათს კი განსაკუთრებით ელოდება izrune.ge ტესტებს  ძალიან ბედნიერია და დიდ გამოცდილებას ღებულობს თქვენი წყალობით.

მადლობას გიხდით, რომ ჩვენს პატარებზე ზრუნავთ ამიკო ყველას ურჩევს დარეგისტრირდნენ, რომ izrune. ge-ს ტესტების მეშვეობით ცნოდნა გაიმყარონ“, -  გვწერს, განსაკუთრებულად ყურადღებიანი მშობელი, სოფო ქურციკიძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203