კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს
08-03-2021

სეროფე ბენგოიან-ლევონიანისჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლაში დედის დღესთან დაკავშირებით მორიგი ღონისძიება გაიმართა. 

ამჯერად, გაზაფხულის დღესასწაულს მიძღვნილი ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეებმა და მათი კლასის ხელმძღვანელმა თამარ კვინიკაძემ მოამზადეს.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და დედებს სიმღერები მიუძღვნეს.

„დედის დღესთან დაკავშირებით არ წყდება ღონისძიებათა სერიები კარწახის საჯარო სკოლაში. ამჯერადაც დედებს ვეფერებით, ცრემლმორეული თვალებით ვუკითხავთ ლექსებს, ვუძღვნით სიმღერებს...თუმცა ვიცით, რომ ყველაზე მეტად დედას შვილების სიკეთე გაახარებს და ვუსურვებთ საამაყო შვილებს“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203