„ქალი - დედა“ - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
05-03-2021

„ქალი - დედა“ -  ასე დაერქვა ინტეგრირებულ გაკვეთილს ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-6 კლასში, რომლის მასწავლებელიც ცარო ჭელიძეა.

მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალაში - შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“  „თინათინის გამეფება“ - გამოკვეთეს თინათინისათვის დამახასიათებელი თვისებები, იმსჯელეს აფორიზმზე  „ლეკვი ლომისა სწორია“…  მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ქალი ყოველთვის ცხოვრების ფერხულში ტრიალებს, განსაკუთრებით კი დედა, რადგანაც სხვა საქმიანობასთან ერთად, ის შვილებს უზრდის სამშობლოს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ლიტერატურული ჩანახატები, ლექსები, მინიატურები, მოთხრობები, ნახატები, ასევე მისალოცი ბარათები დედებისათვის.

საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს ისტორიიდან გახსენება სახელგანთქმული დედებისა: შუშანიკ დედოფალი, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, ცხრა ძმა ხერხეულიძეთა დედა, რეპრესირებულნი და სხვა.

გაკვეთილი იმითაც იყო საინტერესო, რომ მოსწავლეებმა თვითონვე მიიკვლიეს საცნობარო მასალები: ინტერნეტი, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ინტერვიუები, საჭირო მხატვრული ლიტერატურა, ხელოვნების ნიმუშები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203