ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეს, ნათია გორგაძეს izrune.ge-ს ტესტებში შესანიშნავი შედეგი აქვს
05-03-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მე-5კლასის მოსწავლეს, ნათია გორგაძეს izrune.ge-ს ტესტებში შესანიშნავი შედეგი აქვს.

„მე ვარ ნათია გორგაძე, 11 წლის. ვარ ჭარნალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე. ძალიან მომწონს izrune.ge-ს ტესტები და ყოველთვის მხიარულად ველოდები ყოველ ხუთშაბათს. izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში საუკეთესო შედეგი მაქვს, რამაც ძალიან გამახარა. ეს ყველაფერი კი, ჭარნალის საჯარო სკოლის მასწავლებლების დამსახურებაა. განსაკუთრებით დიდ მადლობა ვუხდი ჩემს დამრიგებელს, ნატო აბაშიძეს“, - გვწერს ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე ნათია გორგაძე.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203