„ჩვენს ქვეყანას დავპირდით დახმარებასა და გადარჩენას“ - ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
05-03-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.

პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები.

„ვისაუბრეთ საქართველო-რუსეთის აღნიშნული პერიოდის ურთიერთობაზე, მე-20 საუკუნის საქართველოს გმირებსა და მოღალატეებზე. როგორც მომავალი თაობა, ჩვენს ქვეყანას დავპირდით დახმარებასა და გადარჩენას. ეს ყველაფერი კი დავიტანეთ ჩვენ მიერ შექმნილ „დეკლარაციაზე“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203