აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლე ანასტასია ბერიძე izrune.ge -ს ტესტებს წარმატებით გადის
05-03-2021
ბეჯითი და საამაყო ანასტასია ბერიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მესამე კლასის წარმატებული მოსწავლეა, რომელიც აქტიურად არის ჩართული izrune.ge - ს ტესტებში.

„izrune.ge-ს მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენს. არც ერთი ხუთშაბათი არ გამოეპარება. ყურადღებითაა თვის ბოლოს შემაჯამებელი ტესტის დროსაც. განსაკუთრებით მოსწონს ინგლისურის ტესტები და ჰიგიენის!
ასევე უყვარს ტანვარჯიში და ქართული ცეკვებიც” , - გვეუბნება ანასტასია ბერიძის მშობელი.

მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი და ყოველთვის სამაგალითო შედეგი აქვთ. ამჯერადაც, შემაჯამებელ ტესტში მათ უმაღლესი ქულები დაიმსახურეს.

სკოლის დირექცია ამაყობს წარჩინებული და აქტიური მოსწავლეებით.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203