შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფოტოკონკურსში გაიმარჯვეს
05-03-2021
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფოტოკონკურსში და თემატური ნამუშევრებისთვის ჯილდოც მოიპოვეს.

სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შორაპნის საჯარო სკოლის, 14 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ფოტოკონკურსში 2021- თემით: „პანდემია ჩვენს ცხოვრებაში“.

თემატური ნამუშევრების წარდგენისათვის გამარჯვება წილად ხვდა  IX კლასის მოსწავლე ლუკა ფერაძეს და X კლასის მოსწავლე მარიამ სულაკაძეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თითოეული დაასაჩუქრა 100-100 ლარით და სიგელებით. მადლობას ვუხდი ფოტოკონკურსის ორგანიზატორებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203