„მინდა, გჯეროდეთ, რომ თქვენ სამყაროს ღერძი ხართ“ - მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს და მშობლებს ქალთა დღეს ულოცავს
05-03-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი მაკა დეკანოიძე სკოლის პედაგოგებს და მშობლებს ქალთა დღეს ულოცავს. დირექტორმა ქალბატონებს თბილი სიტყვები მიუძღვნა.

„ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, საყვარელო მშობლებო,  გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს - დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს. მინდა, ყოველი დღე „დღე სასწაული“ იყოს თქვენთვის. მინდა, ყოველი დღე ღიმილით დაიწყოთ, მინდა, გჯეროდეთ, რომ თქვენ სამყაროს ღერძი ხართ... გისურვებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში შემოსულიყოს ყოველივე, რასთანაც ასოცირდება ეს დღესასწაული — გაზაფხული, მზე, სილამაზე, სითბო და სიყვარული. არ მოგკლებოდეთ მზრუნველობა, ყურადღება და სიხალისე. გაიხარეთ თქვენს ახლობლებთან ერთად და ბედნიერების ღიმილი გიმშვენებდეთ სახეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებებს პედაგოგიურ და შემოქმედებით საქმიანობაში. მუდამ შემართებით, სითბოთი და სიყვარულით გეკეთებინოთ ის დიდი და კეთილი საქმე, რომელსაც მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბება ჰქვია“, - წერს დირექტორი მაკა დეკანოიძე.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203