განთიადის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
05-03-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნადიმ ხოზრევანიძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნინო ანთაძის ორგანიზებით, შემოქმედებითი საღამო ჩატარდა.
სკოლის ინფორმაციით, ღონისძიება, რომელშიც V-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მიზნად მოსწავლეებში შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარებას ისახავდა.
„ღონისძიება დაიწყო ძალიან საინტერესო და თბილი აქტოვობით განწყობისა და მეგობრული გარემოს შესაქმნელად...
ღონისძიების დასაწყისი მიეძღვნა სამშობლოს და ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს სამშობლოს თემაზე შექმნილი ლექსები.
ბავშვებმა წარმოადგინეს მხატვრული კითხვის, თეატრალური, სიმღერისა და ცეკვის ნომრები, რამაც სკოლის ადმინისტრაციისა და დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
XI კლასის მოსწავლემ, ყველასთვის საყვარელმა და გამორჩეულმა მარიკა ვანაძემ ისაუბრა „თაობათა შორის განსხვავებებზე“ და მამათა და შვილთა შორის შეხედულებათა განსხვავებულობის მიზეზებზე. ბოლოს კი, საინტერესო შეკითხვა მოუმზადა დამსწრე საზოგადოებას... გამოვლინდა გამარჯვებულიც - მიქელაძე რუსლანი - XI კლასის მოსწავლე.
შემოქმედებითი საღამოს ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. სკოლის სახელით მადლობას ვუხდით მოსწავლეებს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს