„მისი ღვაწლი მუდამ დარჩება ჩვენთან“ - ბუთურაულის საჯარო სკოლა პედაგოგ სედიკო დიასამიძეს ემშვიდობება
05-03-2021
„...არაფერია უფრო მტკივნეული, ვიდრე საყვარელი ადამიანის წასვლა..." - იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი საუკეთესო მასწავლებელს, სედიკო დიასამიძეს ემშვიდობება.
სასკოლო საზოგადოება პედაგოგის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძირის წერილს ავრცელებს.
„რა მკაცრი და აუტანელია რეალობა... დაუჯერებელია გაზაფხული მის გარეშე, დრო რომელიც განსაკუთრებულად საყვარელი იყო მისთვის...
33 წელი ემსახურებოდა საგანმანათლებლო სფეროს და 54 წლის ასაკში მოულოდნელად დაიღუპა. ის იყო არა მარტო შესანიშნავი კოლეგა, არამედ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, კარგი მეგობარი და გამორჩეული ადამიანი.
ქალბატონი სედიკო დაკისრებულ მოვალეობებს უდიდესი პასუხისმგებლობით, ინტერესითა და ბრწყინვალე პროფესიონალიზმით ასრულებდა. იყო უდიდესი კულტურისა და სრულფასოვანი კოლეგიალური ურთიერთობების მქონე ქალბატონი.
მთელი კოლექტივი ვწუხვართ მისი გარდაცვალების გამო და ყოველთვის მოვიხსენიებთ დიდი პატივისცემით. მისი კეთილი სახე და ღვაწლი მუდამ დარჩება ჩვენთან“, - ნათქვამია სკოლის დირექციის სამძიმრის წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს