გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიის კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
05-03-2021

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები - ანი კვინიკაძე, მარიამ გულიაშვილი და მარიამ შეყლაშვილი ისტორიის კონკურსში -„მიგრაცია-ცხოვრება ახალი ფურცლიდან“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცათ. 

მოსწავლეები კონკურსის საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. 

მოსწავლეთა მასწავლებელი, ნანული შეყლაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203