მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „დედა ერთია ერთადერთია“ განახორციელეს
05-03-2021
ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღესთან დაკავშირებით, პროექტი განახორციელეს.
სკოლის ინფორმაციით, პროექტზე, თემით - „დედა ერთია ერთადერთია“ მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
„მოსწავლებმა მოამზადეს და წაიკითხეს საკუთარი და ლიტერატურული ჩანაწერები დედაზე, რითაც ერთხელ კიდევ მიულოცეს და მოეფერნენ თავიანთ დედებს. გადაიღეს ვიდეო, რომელსაც დედებს დაუგზავნიან", - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროექტს კლასის დამრიგებელი ფატმან ნოზაძე ხელმძღვანელობდა.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს