„გულს ვუძღვნით დედებს“ - წყალტუბოს N1 სკოლაში 3 მარტი აღნიშნეს
05-03-2021
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 3 მარტი აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, IVგ კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელის, ნინო ლობჯანიძის ორგანიზებით, შემოქმედებითად დატვირთული აქტივობა განახორციელეს.
„გულს ვუძღვნით დედებს“ - ასე ულოცავენ საყვარელ დედებს დედის დღეს IVგ კლასის მოსწავლეები.
გილოცავთ, ძვირფასო დედებო, თქვენს დღეს. გისურვებთ, მთელი ცხოვრება წელგამართულებსა და თავაწეულებს გევლოთ თქვენი შვილების კარგი ადამიანობით“, - აცხადებენ სკოლაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს