ახალსოფლის N2 სკოლაში თემაზე - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ დისკუსია გაიმართა
05-03-2021
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა, დარეჯან ცოფურაშვილმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან დისკუსია, თემაზე „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ გამართა.
სკოლის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოსწავლეებში ჯანსაღი ღირებულებების ჩამოყალიბებას, რათა მათ განსხვავებული ადამიანების მიღება და შეფასება შეძლონ.
„თემა პედაგოგმა განავრცო ანდერსენის ზღაპრის „მახინჯი იხვის ჭუჭულის“ ფონზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს საინტერესო მოსაზრებები; ისაუბრეს ყალბ სტერეოტიპებსა და შედეგებზე.
ბოლოს კი, წაიკითხეს ზღაპრის ისტორიაც და შეიტყვეს, რომ მოცემული ამბავი ავტობიოგრაფიულია“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს