
ვანის N1 საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, შემოქმედებითი წერის კონკურსი - „შვილის თვალებით“ გაიმართა.
კონკურსში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა თხზულებები თემატური სურათების მიხედვით შექმნეს .
„საოცარი დღე გამოვიდა ძალიან საინტერესო ნაშრომებითა და ნაშრომების შემოქმედი ჭკვიანი და საყვარელი ბავშვებით. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება მადლობის სიგელით. საუკეთესო ნამუშევრები განთავსდება სკოლის საგამოფენო სივრცეში. ყველა დედას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ამ დღეს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში
კონკურსს ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - მაკა გამყრელიძემ, თამთა ბელთაძემ და მადლენა ჯიშკარიანმა.
იხილეთ ფოტოები