ჭივჭავის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა „ანბანი გააცილეს“
05-03-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის 1-ელ კლასში, საანბანო პერიოდის შემაჯამებელი აქტივობა, სახელწოდებით „ანბანის გაცილება“ ჩატარდა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მასწავლებელი მოსწავლეებს ქართული ანბანისა და იაკობ გოგებაშვილის შესახებ ესაუბრა.
„მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ანბანის ყველა ასო-ბგერაზე; შეასრულეს სიმღერები ანბანზე.
პირველკლასელებმა ლექსებით გაიხსენეს „დედა ენის“ შექმნისა და განვითარების ისტორია და ანბანთქება ანდაზებით გადმოსცეს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს