ლესის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს
05-03-2021

გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა 1921 წლის თებერვლის მოვლენები მიმოიხილეს და საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმია შემოვიდა საქართველოში. ამ დღესთან დაკავშირებით გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისტორიულად მიმოიხილეს ეს დღე, წაიკითხეს ლექსები და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირებს“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203