ღარის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
05-03-2021

ონის მუნიციპალიტეტის ღარის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საგანში - სამოქალაქო განათლება კომპლექსური დავალება შეასრულეს.

დავალების თემა იყო - „ნაადრევი ქორწინება“.

კომპლექსური დავალების ფარგლებში მოსწავლეებმა პოსტერი და ბროშურა დაამზადეს.

საგნის მასწავლებელი გრიგოლ ლობჯანიძეა.

2021 წლის II სემესტრიდან ჩვენი სკოლა ჩაერთო პროგრამაში ახალი სკოლის მოდელი“. პროგრამის მიზანია:

  •      სკოლაში სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება;
  •      სკოლის სახით ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც კარგი პიროვნებისა და მოქალაქის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;
  •      სკოლის დირექციის და პედაგოგთა იმედი და მოტივაციაა, რომ მოხდება
  •     სწავლის შედეგის ზრდა
  •     მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, რაც გულისხმობს თითოეული ბავშვის ჩართულობას
  •    თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება
  •     სწავლების გრძელვადიან სასწავლო მიზნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების/ფორმის დანერგვა
  •    ტექნოლოგიების გაძლიერება
შედეგის მიღწევის საშუალებაა კომპლექსური დავალებებით სწავლება, რომელიც ამ თვეში უკვე განხორციელდა რიგ საგნებსა და კლასებში, პროცესი თითოეული მასწავლებლისთვის საინტერესო, საკითხები კი შესწავლილ იქნა",-აღნიშნულია  სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203