ფერსის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეგვიპტის ხელოვნების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს
04-03-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ეგვიპტის ხელოვნების შესახებ, პრეზენტაციები გააკეთეს.

სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა არქეოლოგიური კვლევების შედეგები შეისწავლეს.

ხელოვნების პედაგოგის, ქეთევან პარუნაშვილის ხელმძღვანელობით, მათ ეგვიპტური მხატვრობის თავისებურებებზე, არქიტექტურაზე, საზოგადოებრივ წყობაზე იმსჯელეს და შესაბამისი ნახატები შეასრულეს.

მოსწავლეებმა მათი თვალით დანახული თანამედროვე პირამიდებიც დახატეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203