
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის Xბ კლასში რუსულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა, ეს კი რუსულის მასწავლებლის, ნანა ჭოლოკავას დიდი შრომის შედეგია.
პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი აქტივობები გამოიყენა და მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო რესურსები შესთავაზა.
სკოლის დირექცია პედაგოგს წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები