„ეს უნდა გენახათ, უნდა მოგესმინათ“ - ხონის N3 სკოლის მოსწავლეებმა სასამართლო პროცესი გაითამაშეს
04-03-2021

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის N3 საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილები ტარდება. მასწავლებლები მოსწავლეებს თანამედროვე მეთოდებით ასწავლიან: ასრულებინებენ კომპლექსურ დავალებებს, ასწავლიან ანალიტიკურ მსჯელობას და ა.შ.

ამჯერად, დირექტორი ვერიკო ბენიძე ერთ-ერთ გაკვეთილზე გვიამბობს, სადაც მოსწავლეებმა როლური თამაშებით სასამართლო პროცესი დადგეს.

„არ ვიცი რა ვთქვა, როგორ ვთქვა... ეს უნდა გენახა, უნდა მოგესმინათ, ეს იყო სრულფასოვანი სასამართლო პროცესი თავისი მოსამართლით, ბრალდებულით, პროკურორით, ადვოკატებითა და ნაფიცი მსაჯულებით. იცით, ვისი სასამართლო იყო? მელასი, რომელსაც სხვისი ყურძნის მოპარვა უნდოდა. დამოუკიდებელი ადამანები დამოუკიდებელი აზრებით, სასწაული ლანა მასწავლებელი და საოცრად საინტერესო გაკვეთილი. მადლობა თქვენ“, - წერს დირექტორი ვერიკო ბენიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203