„პირველივე წამიდან საოცარ ისტორიულ გარემოში აღმოვჩნდი“ - ხონის N3 საჯარო სკოლის პედაგოგმა, შორენა ნიკოლეიშვილმა შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაატარა
08-03-2021

ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა შორენა ნიკოლეიშვილმა შთამბეჭდავი გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო „პითაგორას თეორემის მიხედვით  ამოცანის ამოხსნა“.

სკოლის დირექტორი ვერიკო ბენიძე შორენა ნიკოლეიშვილს საქმის პროფესიონალს უწოდებს და მათემატიკის გაკვეთილის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ... ერთი სიტყვით, გუშინ მომდევნო გაკვეთილი მე-8 კლასში მათემატიკა იყო. გაკვეთილს წამყვანი მასწავლებელი შორენა ნიკოლეიშვილი ატარებდა და განცდაც სასიამოვნო შემყვა საკლასო ოთახში.  თუმცა პირველივე წამიდან ისეთ საოცარ ისტორიულ გარემოში აღმოვჩნდი... ჩემი მოლოდინი არაფერი იყო მასთან შედარებით. თემა - „პითაგორას თეორემის მიხედვით  ამოცანის ამოხსნა“. ისეთი გაკვეთილი იყო, შენც რომ მოსწავლედ გაქცევს და გაკვეთილზე ყოფნის მისიას დაგავიწყებს!

მიყვარს საქმის პროფესიონალები, შენ ასეთი ხარ შორენა ნიკოლეიშვილო, ყოჩაღ!“, -წერს სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე ვერიკო ბენიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203